პროექტის სახელწოდება: გავეცნოთ ინგლისური ენის ისტორიას.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები ეცნობიან ინგლისის ქვეყანას, ე.წ. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს. შეისწავლიან ინგლისური ენის წარმოშობის და განვითარების ისტორიას, ამ ქვეყნის მდებარეობას რუკაზე, მის დედაქალაქს, ეროვნულ დროშასა და გერბს. ასევე მოვძებნოთ ისეთი სიტყვები რომლებიც ინგლისურად და ქართულად ერთნაირად გამოითქმებიან.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უფრო მეტს გაიგებენ იმ ენის შესახებ რომელსაც ისინი შეისწავლიან სკოლაში და ამით გაიღვიძებენ ცოდნის მიღების წყურვილს და აიმაღლებენ მოტივაციას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეიტყობენ უფრო მეტ ინფორმაციას იმ უცხო ენის შესახებ რომელსაც შეისწავლიან, გაიღვიძებენ ცოდნის მიღების წყურვილს და გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. განუვითარდებათ კითხვის, ზეპირმეტყველების, წერის და მოსმენის უნარ-ჩვევები. ეს ყველაფერი კი დაეხმარებათ როგორც უცხო ენის ასევე სხვა სასწავლო დისციპლინების შესწავლასა და განვითარებაში.

მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი. მე-6 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 30 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს შეეძლებათ მოსმენილი ილუსტრირებული დიალოგების გაგება, ასევე ტექსტების ზეპირად თქმა და ნასწავლი ლექსიკური მასალის გამოვლენა; ამის გარდა, მათ შეეძლებათ უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება და რაც ყველაზე მთავარია, მათ შეეძლებათ თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობა (გუნდური მუშაობა).
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, ინტერნეტრესურსები, ფერადი ქაღალდები და მარკერები, სლაიდშოუ და პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პირველი კვირა - მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ირჩევენ პროექტის თემას, წერენ პროექტის მთავარ თემებს რომლებზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება და მოიძიონ ინფორმაცია. შემდეგ ვინაწილებთ თემებს და ინფორმაციის მოსაძიებლად დახმარებას ვთხოვთ სხვა საგნის მასწავლებლებს (ქართული ენის, გეოგრაფიის და ისტორიის).
მეორე კვირა - მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ უკვე მოძიებულ ინფორმაციებს და ისმენენ ერთმანეთის აზრს და ახალ იდეებს. ამის შემდეგ, ისევ მასწავლებლების დახმარებით, ახდენენ ახალი ინფორმაციის მოძიებას და დამატებას. ასევე მოსწავლეები ქართული და ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად ეძებენ სიტყვებს რომლებიც ერთნაირად გამოითქმებიან ორივე ენაზე.
მესამე კვირა - მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად ხდება უკვე ყველანაირი მოძიებული ინფორმაციის შეჯამება და ბოლო შესწორებების შეტანა ტექსტებში.
მეოთხე კვირა - მოსწავლეები ი.ს.ტ.-ის მასწავლებელთან ერთად აკეთეთებენ პროექტის სლაიდშოუს და ქმნიან თავიანთი ხელით დამხმარე საჩვენებელ მასალებს. ბოლოს აკეთებენ პროექტის პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი იქნება ინტეგრირებული შემდეგ საგნებთან: ინგლისური ენა, ქართული ენა, გეოგრაფია, ისტორია და ი.ს.ტ.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თინათინ ხულუზაური
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tikokhuluzauri16@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: khuluzauri.blogspot.com

This comment has been removed by the author.
ReplyDeleteთიკოოო რა კარგი და ყოჩაღი გოგო ხარ
ReplyDelete